Saturday, April 6, 2013

უპატრონო ბავშვები


პროექტის სახელწოდება: უპატრონო ბავშვები
პროექტის მთავარი იდეა:   მოსწავლეები  გაეცნობიან და შეისწავლიან უპატრონო ბავშვების ცხოვრებას.
პროექტის აქტუალობა:   გაეცნონ იმ სიტუაციებს, რომლებშიც თანამედროვე პირობებში უწევთ ცხოვრება უპატრონო ბავშვებს
პროექტის მიზანი:    მოსწავლეები შეისწავლიან, თუ როგორ ცხოვრობენ სხვადასხვა ქვეყნებში  უპატრონო ბავშვები. გააკეთებენ შედარებას, ჩვენს ქვეყანაში როგორი მდგომარეობა ამ მხრივ, შეაგროვებენ ფოტო და ვიდეო მასალას, აიღებენ უნტერვიუს უპატრონო ბავშვებისაგა, დასახავენ ამ პრობლემის მოგვარების ხერხს.
მონაწილეთა ასაკი:  IX კლასი
ვადები:   2013 წლის  1 აპრილიდან 2013 წლის 1 ივნისამდე
მოსალოდნელი შედეგები:  მოაწყობენ ფოტოგამოფენას, კომპიუტერის დახმარებით გააკეთებენ პრეზენტაციას, ჩაწერენ ინტერვიუებს უპატრონო ბავშვებთან, დასახავენ გზებს, როგორ დაეხმარონ ამ ბავსვებს და შეადგენენ ერთობლივი მუშაობის გეგმას.
პროექტისათვის საჭირო რესურსები:  ფოტოაპარატი, კომპიუტერი, პრესაში გამოქვეყნებული მასალები უპატრონო ბავშვების შესახებ, ფურცლები, საწერი კალმები.
პროექტის მსვლელობა:  I ეტაპზე მოსწავლეები იძიებენ მასალებს უპატრონო ბავშვების შესახებ. (საჭიროების შემთხვევაში ეხმარება მასწავლებელიც) II ეტაპზე: მოაწყობენ გასვლას ქუჩებში, ტრანსპორტში, შეხვდებიან და ჩაიწერენ ინტერვიუებს უპატრონო ბავშვებისაგან, მოაგროვებენ სათანადო ფოტომასალას, შეხვდებიან სახელმწიფო მოხელეებს და მოიპევებენ იმფორმაციას, თუ როგორ ზრუნავს  სახელმწიფო უპატრონო ბავშვებზე. III ეტაპზე: მოსწავლეები მოამზადებენ საპრეზენტაციოდ შეგროვილ ფოტო და ვიდეო მასალებს, გაითავისებენ იმ გამოცდიილებას, რომელიც შეიძინეს მუშაობის პროცესში, თუ მოსახერხებელი იქნება, მოიწვევენ სტუმრად რამოდენიმე უპატრონო ბავშვს , ისაუბრებენ  გადაწყვეტილებაზე , თუ როგორ დაეხმარონ მათ.  IV ეტაპზე: მოსწავლეები მოახდენენ თვითშფასებას, შაფასებენ ერთმანეთის ნამუშევრებს, ისაუბრებენ, რითი იყო მნიშვნელოვანი ამ პროექტზე მუშაობა, იმ უნარ-ჩვევებზე, რომლებიც შეიძინეს ამ პროექტზე მუშაობისას.
საგნებთან კავშირი:  სამოქალაქო განათლება
პროექტის ხელმძღვანელი: თამარა ბუტიკაშვილი
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:  tamaravutikashvili@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი:  http://lemill.net/community/people/tamarabutikashvili





No comments:

Post a Comment